მცირე და საშუალო საწარმოების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მოსახლეობა და მეწარმეები გამოკითხეს, შეიქმნა პლატფორმა ბიზნესის ხელშეწყობისთვის. კვლევის მიზანი, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაა.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების კონსორციუმის მიერ, აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობით, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.