ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ არსებულ საწვრთნელ პოლიგონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის სწავლება ჩატარდა.
სწავლებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულ „ჩარლის“ ოცეული მონაწილეობდა.
გეგმიური სწავლების ამოცანაა, სწრაფი რეაგირების ოცეულმა მხარდამჭერ ძალებთან ერთად მრჩეველთა ჯგუფის თავისუფალი გადაადგილება და მათი დაცვა უზრუნველყოს.
მესამე ქვეითი ბრიგადის რეაგირების ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფში 2019 წლის ივლისიდან ასრულებს.
ასეულის უმთავრესი ამოცანა, ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამოქმედო არეალში პატრულირებაა.