ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ სკოლის პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა. ყველა სკოლიდან ერთი გამორჩეული პედაგოგი სიგელით დააჯილდოვეს და საჩუქრად 200 ლარი გადასცეს.
გარდა ამისა, 9 საუკეთესო პედაგოგი საგნობრივ კატეგორიაში დაჯილდოვდა 500 ლარით, გამოვლინდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო სკოლის დირექტორი, რომელიც კახათის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონიაა.