მასწავლებლის ეროვნული დღე წელს დაგეგმილზე ადრე აღინიშნება. პედაგოგის ეროვნული პრემიით დაჯილდოების ცერემონია 27 ოქტომბრის ნაცვლად, 13 სექტემბერს გაიმართება. მიზეზი საპარლამენტო არჩევნებია. სპეციალურმა ჟიურიმ განაცხადების შესწავლა დაასრულა. 2 000-მდე კონკურსანტიდან შერჩეულია ასთი საუკეთესო მასწავლებელი, რომლებიც სექტემბერში განათლების სისტემაში შეტანილი წვლილისა და ინდივიდუალური სასწავლო მეთოდოლოგიისთვის პრესტიჟულ ჯილდოს და ფულად პრემიას მიიღებენ.
სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია მასწავლებლებს რამდენიმე კრიტერიუმით აფასებს. მათ შორისაა კრეატიულობა, მშობლებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობა, შემოქმედებითი უნარები და სწავლების პროცესში ახალი მიდგომების გამოყენება.