მასწავლებლების გადამზადების პროგრამა

მასწავლებლების გადამზადების პროგრამა დასრულდა. ათი თვის მანძილზე, ქედისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარებისა და დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგები მიმდინარეობდა. პროგრამის ინიციატორი ამერიკის საელჩოა. მიზანი – სკოლის მასწავლებლების უნარების გაძლიერება, საკლასო გარემოს მოდერნიზება და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებაა. პროექტის ფარგლებში შერჩეულმა 30-მა მასწავლებელმა რვა სასწავლო მოდულის ფარგლებში, ელექტრონული უნარები განივითარა. დასკვნით ღონისძიებას აშშ-ს ელჩი, განათლების მინისტრის მოადგილე, კერძო სექტორის წარმომადგენელები და პროგრამის მონაწილე პედაგოგები ესწრებოდნენ.

მოამბე