მასშტაბური მანიფესტაციები ქალთა უფლებებისთვის  

8 მარტს აქციებით ხვდება ევროპის რამდენიმე ქვეყანა.

ქალთა საერთაშორისო დღის დაწესებას წინ არაერთი დემონსტრაცია და მოძრაობა უძღოდა, რომლის მონაწილე ქალები ამა თუ იმ სფეროში დარღვეულ უფლებებს აპროტესტებდნენ და იბრძოდნენ სხვადასხვა უფლების, მათ შორის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოპოვებისთვის. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ქალები კვლავ მსგავი პრობლემების წინაშე დგანან. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გენდერული ბალანსისთვის ბრძოლაა.