ქალთა საერთაშორისო დღე

უკრაინის მოქალაქეებს ქალთა დღე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი შეხვედრაზე შვილთან და დეპუტატებთან ერთად იმყოფებოდა. მათ საქართველოს პარლამენტის სახელით, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და საქართველოს მხარდაჭერაზე. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიზეზით შეწყვეტილი საჰაერო ფრენების გამო, საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მათი სასტუმროში განთავსება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.