მასშტაბური აქციები ჰონგ კონგში

ანტისამთავრობო აქციებიდან მესამე თვეს ვითარება მწვავდება ჰონგ კონგშიც. დემონსტრაციების პარალელურად მასობრივი გაფიცვა დაიწყო, რამაც არაერთი სფერო მოიცვა. შეწყდა საავიაციო და სარკინიგზო მიმოსვლა, დაიკეტა სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი. უკან დახევას და პოზიციების დათმობას არცერთი მხარე არ აპირებს. დილიდან პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის არაერთი შეტაკება მოხდა. მასობრივი აქციების მიზეზი სამთავრობო კანოპროექტი გახდა, რომელიც ჩინეთში ექსტრადიციას დასაშვებს ხდიდა. პროექტის განხილვის შეჩერების მიუხედავად, აქციის მონაწილეები ჰონგ კონგის ლიდერის გადადგომამდე დაშლას არ აპირებენ.