„მართვეს“ გასტროლები საბერძნეთში

ცნობილი ქართული ანსამბლი საკუთარ შემოქმედებას ამჯერად საბერძნეთში წარმოადგენს. „მართვე“ გასტროლებისთვის ემზადება. უნიკალური მრავალხმიანობის და ხალხური სიმღერების იშვიათი ნიმუშების გასაცნობად მრავალფეროვანი პროგრამა მომზადდა.

ქართული ანსამბლი საბერძნეთში საქართველოს ყველა კუთხის სიმღერას შეასრულებს.

მართვეს გასტროლები 22 იანვარს დაიწყება და 29-მდე გაგრძელდება.