დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო მსახურება ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. სიონის საკათედრო ტაძარში წირვა პატრიარქმა, ილია მეორემ თანამოსაყდრე მეუფე შიოსთან ერთად აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა მრევლს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა. წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც დაესწრო.