ჯვართამაღლების დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. ღვთისმსახურება სამებაში მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა უწმინდესმა ილია მეორემ.
წირვის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა, ისაუბრა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და მოსახლეობას ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა.