ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო.
სასამართლოს წინაშე წარდგა მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც შადრევანში ჩასული ბავშვები სიცოცხლის რისკის ფასად ამოიყვანა. მის ჩვენებას ბრალდების და დაცვის მხარეთა არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. დაკითხეს არასრულწლოვნების დამრიგებელი და მერიის იმ სამსახურის წარმომადგენელი, რომელსაც შადრევნის მოვლა-პატრონობა ევალება. პროცესი ხმაურიანად წარიმართა. ტენდენციურობის არგუმენტით, დაკავებულთა ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს.