მარია ზახაროვა: დასავლეთის მიზანი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ბოიკოტია
დასავლეთის მიზანი რუსეთში დაგეგმილი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტია. ამის შესახებ განცხადება რუსულ მედიასთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.
მარია ზახაროვას თქმით, რუსეთის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამვლაში რუსეთის დადანაშაულებით, დიდი ბრიტანეთი ცდილობს რუსეთს მუნდიალის ჩატარების უფლება ჩამოართვას.
შეგახსენებთ, რომ მანამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთში 2018 წელს დაგეგმილი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, 1936 წელს ჰიტლერის მიერ ჩატარებულ მუნდიალს შეადარა.
ბორის ჯონსონმა „ამაზრზენი უწოდა პრესპექტივას, რომ პუტინი ამ სპორტული ღონისძიების მასპინძლობის შედეგად ქულებს დაიწერს და უფრო ცნობილი გახდება“.