ბორის ჯონსონი პრემიერის პოსტს ტოვებს

სამწლიანი მმართველობის შემდეგ ბორის ჯონსონი თანამდებობიდან მიდის.

ვადაზე ადრე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომა იმ სკანდალს უკავშირდება, რომელიც მისი გუნდიდან პროტესტის ნიშნად 60-მდე ადამიანის, მათ შორის საკვანძო მინისტრების წასვლით დასრულდა. აღმოჩნდა, რომ პრემიერისთვის ცნობილი იყო სექსუალური შევიწროების შესახებ ის სარჩელები, რომელიც მისი გუნდის წევრის წინააღმდეგ ჯერ კიდევ წლების წინ მომზადდა. მთავრობის მეთაურის პოსტის გარდა ბორის ჯონსონი „კონსერვატიული პარტიის“ ხელმძღვანელის თანამდებობასაც ტოვებს. პარტია ახალი ლიდერის შერჩევის პროცესს იწყებს, პრემიერობის რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი უკვე გამოკვეთილია.