ენტონი ბლინკენის განცხადება

„დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე რუსეთი მარტო და იზოლირებული დარჩა, რადგან მონაწილეთა უმეტესობამ უკრაინაში ომის მიმართ წინააღმდეგობა გამოხატა – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. ენტონი ბლინკენის თქმით, სერგეი ლავროვმა შეხვედრა დროზე ადრე შესაძლოა იმიტომ დატოვა, რომ არ მოსწონდა ის, რასაც მისი კოლეგებისგან ისმენდა.

სახელმწიფო მდივანი ამ დროისთვის ვერ ხედავს იმის ნიშანს, რომ რუსეთი დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ბლინკენის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი. მარია ზახაროვას ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ზღაპრებს თხზავს და ბაიდენის დღევანდელი ადმინისტრაცია სამარცხვინო დასასრულისთვის არის განწირული. უცხოური მედიის ინფორმაციით, სამიტის მსვლელობისას ლავროვმა სხდომა ორჯერ – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლისა და უკრაინელი კოლეგის ვიდეომიმართვის წინ დატოვა.