შავი ზღვის გავლით ახალი მარშრუტით უკრაინის პორტში ორი სატვირთო გემი ჩავიდა. სატვირთო ხომალდები ჩორნომორსკის პორტში შევიდნენ და 20 ათასი ტონა ხორბლით დაიტვირთებიან, რომელიც მსოფლიო ბაზრებს მიეწოდება. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან შეთანხმების ჩაშლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სამოქალაქო გემები უკრაინის პორტში შევიდნენ. უკრაინის ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ მათი ეკიპაჟი უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანის და ეგვიპტის მოქალაქეებისგან შედგება. უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გემები ხორბალს ეგვიპტესა და ისრაელს მიაწვდიან.