„მარცვლეულის შეთანხმების“ განახლების მოლოდინში

„მარცვლეულის შეთანხმების“ ამოწურვის შემდეგ, ოდესის პორტი კიდევ ერთმა უკრაინულმა სატვირთო გემმა დატოვა. ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოდესის პორტიდან ბულგარეთის დასავლეთით მდებარე ვარნას პორტში შევა. თავად ბულგარეთი, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების წლის ბოლომდე გახანგრძლივებას ითხოვენ. პარალელურად, დასავლელი ლიდერები, თურქეთის შუამავლობით „მარცვლეულის შეთანხმებაში“ რუსეთის დაბრუნებას ცდილობენ, თუმცა კრემლის პოზიცია უცვლელია.