ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანას მარცვლეულის საექსპორტო მარშრუტების დასაცავად უფრო მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება. ზელენსკიმ ეს განცხადება კიევში, სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტზე გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის მოგვარების იმედი პარტნიორებისგან აქვს.