მამუკა ბახტაძე დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა

ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, – ამ საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

მამუკა ბახტაძისა და დალია გრიბაუსკაიტეს შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების, მათ შორის, ლიეტუვას განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში, რის წინაშეც საქართველო დგას.

ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრამდე პრემიერ-მინისტრი შეხვდა ლიეტუველ კოლეგას, მთავრობის სახლში გამართული პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებებიც გააკეთეს.