მალთაყვის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებს საბავშვო ბაღში მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა აღარ მოუწევთ. 1200-მდე ოჯახი მალე ახალი ბაგა-ბაღით ისარგებლებს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც 100 ბავშვზეა გათვლილი, პატარების მიღებას 15 აპრილიდან შეძლებს.