საქართველოში ვიზიტად მყოფი მალაიზიის პარლამენტის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან იმყოფება. მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართებთან მივიდა და ოკუპირებულ მხარეს მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრა. ვანიშვილმა დელეგაციის წევრებს იმ სირთულეებზე ესაუბრა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების დროს აქვთ.