მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებული რისკები ქართველმა სპეციალისტებმა მედიასთან განიხილეს. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ ვირუსი არ არის ადვილად გადამდები. შესაბამისად, ნაკლებია იმის რისკი, რომ მაიმუნის ყვავილმა პანდემიის სახე მიიღოს. გარდა ამისა, არსებობს ანტივირუსული პრეპარატები, რაც საზოგადოებას სიმშვიდის საფუძველს აძლევს. საქართველოში ჯერ მაიმუნის ყვავილი არ დაფიქსირებულა, თუმცა ამის თეორიული შანსი, პროფესორ ივანე ჩხაიძის თქმით, არსებობს, თუმცა ეს პანიკის საფუძველს არ იძლევა. დაინფიცირება ძირითადად ხდება შეხებითი კონტაქტისა და წვეთოვანი გზებით. ვირუსის გავრცელების კერა ამ დრომდე აფრიკა იყო და ახლა სწორედ იმის გამოკვლევა მიმდინარეობს, რამ გამოიწვია ევროპის კონტინენტზე მისი გავრცელება.