სავარაუდოდ, ხვალ გვეცოდინება, დაფიქსირდა თუ არა საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა.
საეჭვო პაციენტს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში უკვე ერთი კვირაა, მკურნალობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მას უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ინფექციური დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭირო ტესტები ქვეყანას ამ ეტაპზე არ აქვს, პაციენტისგან აღებულ ანალიზს ლუგარის ლაბორატორიაში სექვენირების მეთოდით იკვლევენ. ბოლო მონაცემებით, „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები უკვე 40-მდე ქვეყანაში გამოვლენილი.