კომპანია „ვიზეარის“ მგზავრები, რომლებიც ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით მიფრინავდნენ, პოლონეთის ქალაქ პოზნანში აღმოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით, რეისი ბერლინის აეროპორტმა ვერ მიიღო, მიზეზი, სავარაუდოდ, კომპანია „მაიკროსოფტის“ პროგრამული სისტემების გათიშვაა. პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიასა და დაწესებულებაში ქაოსი გამოიწვია. ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში გაუქმებულია ავიარეისები, სუპერმარკეტებში გათიშულია სალარო-აპარატები, მაუწყებლობა ეთერში ვეღარ გადის. დაზარალდნენ უმსხვილესი ბანკები. პროგრამული გათიშვა შეეხო ლონდონის საფონდო ბირჟასაც. ალასკის შტატში პრობლემები შეექმნა საგანგებო სიტუაციების სამსახურს. კომპანია „მაიკროსოფტის“განცხადებით, „ისინი იკვლევენ პრობლემას, რამაც მომხმარებლებს სხვადასხვა პროგრამასთან და სერვისთან წვდომა შეუზღუდა“.
„მაიკროსოფტის“ გლობალური გათიშვა