მაია ოთინაშვილი მერვე დღეა, ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში რჩება
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი მერვე დღეა, ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში რჩება. სამი არასრულწლოვანი შვილის დედის გასათავისუფლებლად ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ახლა ყველაზე მძლავრი ბერკეტი თემის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება და მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფაა.
მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ 37 წლის ქალბატონის სახლში დასაბრუნებლად საქართველის პარტნიორები საერთაშორისო ტრიბუნებიდან ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებენ.