მაია ნიკოლეიშვილისთვის სავარაუდო შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს გენინსპექცია სწავლობს

სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლის მიერ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილისთვის სავარაუდო შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს მთავარი პროკურატურის გენინსპექცია სწავლობს.

სამსახურებრივი მოკვლევა უკვე მიმდინარეობს. განცხადება ამის შესახებ დღეს ირაკლი შოთაძის მოადგილემ გააკეთა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პროკურორი ზვიად ფხაკაძე მზად არის, მის მიმართ არსებულ შეკითხვებს პასუხი გასცეს.

პროკურორმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილისა და დაცვის მხარის ბრალდებები.

მხარეებს შორის დაპირისპირება ნიკოლეიშვილის იმ დასკვნამ გამოიწვია, რომელიც მან ადვოკატების დაკვეთით შეასრულა.

დასკვნას კატეგორიულად არ იზიარებს ერთ-ერთი მოკლული მოზარდის დედა.