ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელი დაკითხეს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი თამარ შოშიტაიშვილი დაკითხეს. დაკითხვის დასრულების შემდეგ, თამარ შოშიტაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, კითხვები მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას ეხებოდა.

რაც შეეხება ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის დასკვნას, შოშიტაიშვილი აცხადებს, რომ  ამ დასკვნას არ იცნობს.