პროკურორი - ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენებაში არარეალურ ფაქტებზე ისაუბრა
პროკურორი - ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენებაში არარეალურ ფაქტებზე ისაუბრა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის ინფორმაციით, დღეს ბრალდებულმა სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში არარეალურ ფაქტებზე ისაუბრა.

პროკურორ მარიკა გოგოხიას თქმით, ბრალდებული არასრულწლოვნის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმის მტკიცებულებებს.

„ბრალდებულმა სასამართლოში ჩვენების დროს არარეალურ ფაქტებზე ისაუბრა.​ მისი ჩვენება ეწინააღმდეგება სხვა მოწმეების ჩვენებას, საქმის სხვა მტკიცებულებებს. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ თან ჰქონდა დანა, რომლითაც დაზარალებულს მიაყენა დაზიანება. ბრალდებულის თქმით, როდესაც მირზა სუბელიანს შეხვდა, მკვლელობის შესახებ საუბარი არ ყოფილა. ბრალდებულს ჩვენებაში მირზა სუბელიანთან საუბარი არ დაუდასტურებია“,- განაცხადა პროკურორმა, რომელიც საქმის განხილვაში დღეს ჩაერთო.

დაცვის მხარის ინფორმაციით, ბრალდებულმა დღევანდელ პროცესზე ისეთ დეტალებზე ისაუბრა, რაზეც აქამდე, არც ერთ მოწმეს არ უსაუბრია.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა ხვალ გაგრძელდება. ხვალინდელ პროცესზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.