მაია ცქიტიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 35-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა თვითმმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის წინადადებებს გამოეხმაურა.
რეკომენდაციები კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა მოამზადეს.
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, მაია ცქიტიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ახლად არჩეულ პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს შეხვდა.