გვარამია სტრასბურგში - შეფასებები

ნიკა გვარამია სტრასბურგში იმყოფება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სტრასბურგს ევროპარლამენტის მიწვევით სტუმრობს. საინტერესო შეხვედრები და დისკუსიები დაიგეგმა საქართველოში დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების პრობლემებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობაზე შექმნილ საერთაშორისო კონტექსტში. ასევე დაგეგმილია შემაჯამებელი პრესკონფერენცია, – ნათქვამია ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტრასბურგში ნიკა გვარამიას ჩასვლას გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.