მაია ცქიტიშვილი სამცხე-ჯავახეთში სკოლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამცხე-ჯავახეთში, სოფლების – ზარზმისა და მოხეს სკოლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
სკოლები 160 ბავშვზეა გათვლილი და რამდენიმე სოფელს ემსახურება. სრული რეაბილიტაცია ითვალისწინებს საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზებისა და ეზოს კეთილმოწყობას. იგეგმება გათბობისა და წყალსადენი სისტემების გამართვა.
სკოლები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.