ჭიათურაში პროტესტის მეათე დღეს გაფიცულ მაღაროელებთან სახალხო დამცველი ჩავიდა. ლევან იოსელიანი გაფიცულებსა და მოშიმშილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო. მედიატორის ჩართულობით გამართული შეხვედრა გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა. აქციის 10 მონაწილე უკვე მე-4 დღეა შიმშილობს. დღეს აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.