მაღაროელების პროტესტი

პროტესტი არ წყდება.

ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები შიმშილობას განაგრძობენ. უცვლელია მოთხოვნები – ხელფასების 20%-ით ზრდა, თებერვლამდე არსებული 12-საათიანი სამუშაო გრაფიკის აღდგენა და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვა. პარლამენტიდან დღეს გაფიცულმა თანამშრომლებმა „ჭიათურ მანგანეზის“ ოფისამდე მსვლელობა მოაწყვეს, მოგვიანებით კი პირველი არხის შენობასთან მოვიდნენ და საკუთარი მოთხოვნები ჩვენს პირდაპირ ეთერში გააჟღერეს. მედიატორების ჩართულობით დამსაქმებელ კომპანიასთან მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. უშედეგოდ დასრულდა ჭიათურაში გამართული დღევანდელი შეხვედრაც. ფინანსური კრიზისის და ზარალის გამო, „ჯორჯიან მანგანეზი“ ანაზღაურების მხოლოდ 5%-ით მატებას თანხმდება და კომპანიაში არსებული ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად აუდიტის ჩასატარებლადაც მზადაა, თუმცა მენეჯმენტის წინადადებები გაფიცულებისთვის მიუღებელია.