შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, გამოვლენილი და დაკავებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი. ესპანეთის სამეფოს ქალაქებში – მადრიდსა და ბარსელონაში ერთდროულად ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დაკავებულია 23 პირი, მათ შორის საქართველოს 19 მოქალაქეა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ბინის ქურდობა და ფულის გათეთრება.
ესპანელმა სამართალდამცველებმა, სპეცოპერაციის შედეგად, დიდი რაოდენობით ფული და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.