კანდიდატების წარდგენას განაგრძობს „ევროპული საქართველოც“. ბათუმში პარტიის სახელით არმაზ ახვლედიანი იბრძოლებს. კანდიდატის დასახელებას ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ლიდერებიც ესწრებოდნენ. მოსახლეობას მიმართა თავად არმაზ ახვლედიანმაც და თქვა, რომ რადიკალური ცვლილებების ტალღა ბათუმიდან უნდა დაიწყოს.