უკვე ექვსი საათია, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს.
ჯერ უცნობია, იგეგმება თუ არა დღეს ბრალის წარდგენა. შესვლის წინ ადვოკატმა თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან პირველ რიგში საქმის ყველა მასალის გადაცემას და ორი დღის წინ გავრცელებული აუდიო-ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებას მოითხოვდა.
საგამოძიებო უწყების მიმართ კითხვები აქვთ პანკისის ხეობის მცხოვრებლებსაც, რომლებმაც დღეს ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს. ადგილობრივები მალხაზ მაჩალიკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და მისი მხრიდან ტერაქტის მზადების გეგმაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდობიან.
ხათუნა გაგნიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.