საქართველოს იუსტიციის მინისტრი ლუქსემბურგელ კოლეგას და ვიცეპრემიერს შეხვდა.
ფელიქს ბრაზი საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გასაცნობად სპეციალურად ჩამოვიდა. თეა წულუკიანმა კოლეგას ინფორმაცია მართლმსაჯულების რეფორმის სამ ტალღაზე, საარბიტრაჟო სისტემისა და მედიაციის განვითარებაზე მიაწოდა.
ლუქსემბურგის დელეგაცია იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელსაც შეხვდება. ფელიქს ბრაზი აღდგენითი მართლმსაჯულების დანაშაულის პრევენციის პროგრამებს და აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს გაეცნობა.