„ლუკხვრამი“ - სვანური ადათ-წესის ახალი სიცოცხლე

თხილამურით და სნოუბორდით სრიალი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტი და გართობის საშუალებაა. უძველესი ტრადიციებითა და თოვლით მოხატული მთებით ცნობილ სვანეთშიც, უკვე ათწლეულებია ეს ადგილობრივების ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. თუმცა თხილამურები სვანეთის უძველეს სოფლებში მხოლოდ მე-20 საუკუნეში გამოჩნდა, მანამდე კი ადგილობრივები თოვლზე სწრაფად გადაადგილებისთვის ხელნაკეთ ხის ციგურებს, ლუხმედს იყენებდნენ. 80-იან წლებში ლუხმედი თხილამურებმა მთლიანად ჩაანაცვლა და უძველესი სვანური ტრადიცია მივიწყებას მიეცა. თუმცა წელს, პირველად, ამ ტრადიციის აღდგენა გადაწყდა და ლუხმედით სრიალის პირველი ჩემპიონატიც ჩატარდა. ძველი ტრადიციის ახალი სიცოცხლის შესახებ ნატო ბერულავა მოგვიყვება.