საქართველო ბელორუსისგან განმარტებებს ელოდება. რა პასუხი ექნება ქვეყანას მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვიზიტით ჩავიდა, ჯერ უცნობია. ამ ნაბიჯის გამო, ბელორუსის პრეზიდენტს აკრიტიკებს საერთაშორისო საზოგადოება. სხვადასხვა ქვეყნები და დიპლომატები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „ბელარუსი რუსეთთან ერთად, უპატივცემულობას იჩენს საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, რაც მიუღებელია“ – აცხადებს ლიეტუვის ელჩი.
ე.წ ვიზიტს გმობს ბრიტანელი დიპლომატიც. ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლას აკრიტიკებს ავსტრიის ელჩიც. შეგახსენებთ, ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.