ლოკოკინებზე ნადირობის სეზონი სამცხე-ჯავახეთში

საქართველოში გახსნილია ნადირობის სეზონი.

ნოემბრის დადგომასთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში ისეთ არსებაზე ნადირობენ, რომელსაც საკვებად ჩვენი ქვეყნის არც ერთ სხვა მხარეში მოიპოვებენ. ადგილობრივებისთვის კი ის ტრადიციული საკვებია. მას ძალიან ბევრ კერძში იყენებენ და სამკურნალო თვისებებსაც მიაწერენ. ლაპარაკია ლოკოკინაზე, რომელიც ახლა უკვე გაზრდილია სასურველ ზომამდე და ძილისთვის ემზადება. სამცხე-ჯავახეთში ტრადიციული შემგროვებლობის გარდა, უკვე გაჩნდა ლოკოკინის მოშენების ფერმებიც.

ლოკოკინებზე მონადირეებსა და მათი მოშენებეით დაკავებულ მოქალაქეებს რობინზონ მიქაძე შეხვდა.