ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ განახლებული სახით ჩატარდება. „მუზა“ – ეს იქნება კონკურსის ახალი სახელწოდება. გამარჯვებულების გამოვლენა 11 ნომინაციაში მოხდება.
მიზანია: ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა. კონკურსი დღეიდან გამოცხადდა.