ლიტერატურული პრემიის ლაურეატების დაჯილდოება

ლიტერატურული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვეს ქვემო ქართლში. ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ბასილ მელიქიშვილის პრემია ყოველწლიურად, 2 ოქტომბერს, მწერლის დაბადების დღეს, 35 წლამდე პროზაიკოსს გადაეცემა. ინიციატივა სახელმწიფო რწმუნებულს ეკუთვნის. პრემია თეთრიწყაროს მერიის, მწერალთა შემოქმედებითი კავშირის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით დაწესდა.