ახალი ლიტერატურული პრემია „ანა“

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ახალი ლიტერატურული პრემია „ანას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საუკეთესოები ჟიურიმ რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა, მათ შორის ქალი პროზაიკოსი – საუკეთესო პროზაული კრებულისთვის, ქალი პოეტი – საუკეთესო კრებულისთვის და ქალი მთარგმნელი.

თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა 5 000 ლარს შეადგენს. წლევანდელ ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კულტურის მინისტრი და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.