მწერალთა სახლში მერვე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას 16 სხვადასხვა ქვეყნის 22 ავტორი, ქართველი მწერლები და პოეტები, ასევე საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წლევანდელი ფესტივალის თემაა „ერთი მომავალი”, რომელიც საერთოა ყველასთვის, განურჩევლად წარმომავლობის, იდენტობისა თუ კულტურული კუთვნილებისა. ფესტივალი შვიდი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.