პროტესტი მწერლებს შორის.
კულტურის მინისტრის გადაწყვეტილება მწვავე კრიტიკის საგანი ხდება. მიზეზი ექვსწლიანი ისტორიის მქონე ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის ახალი წევრი იოსებ ჭუმბურიძეა, რომელიც თეა წულუკიანის უწყებამ დანიშნა. ამ ფაქტს მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლობები შემოქმედებით პროცესში ჩარევად და ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებენ. 110 მონაწილიდან 20-მა კონკურსი დატოვა, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ჟიურის ოთხივე წევრმაც, რომლებსაც მინისტრთან სხვა პრეტენზიებიც აქვთ. შესაბამისად, წლის ბოლოსთვის დაგეგმილი კონკურსის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
წულუკიანის უწყება ბრალდებებს წერილობით ეხმაურება და კონკურსში რაიმე ფორმით ჩარევას კატეგორიულად უარყოფს.
მხარეთა პოზიციები თათია ბუხრაშვილმა მოისმინა.