„რუსეთის პოლიტიკური სამიზნეები, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ, მაგალითად, საქართველო ან სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები“, – ამის შესახებ ვილნიუსში რუმინელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპა არ უნდა მოდუნდეს და თავიდან უნდა აიცილოს რუსეთის მცდელობები, ზიანი მიაყენოს მოლდოვასა და სხვა ქვეყნებს.