საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ხორვატიაში

ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო ხორვატიისგან დეკემბერში მხარდაჭერას მიიღებს. დაპირება ამის შესახებ ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციამ ზაგრებში ვიზიტისას მიიღო. ხორვატიის დედაქალაქში განხილვის მთავარი საკითხი სწორედ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ევროინტეგრაციის პროცესი იყო.

ხორვატიის პარლამენტი ევროკავშირის გაფართოებასა და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს, რაც არაერთი განცხადებით დაადასტურა. ასევე, აღინიშნა საქართველოსა და ხორვატიას შორის თანამშრომლობის განვითარების პოტენციალი.