სოფელ ოძისთან მდებარე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა ლიეტუვის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაცია. ადგილზე არსებული ვითარება მათ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გააცნო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მათ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და საოკუპაციო ძალების ქმედებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.