ფოთის ერთადერთი, გაერთიანებული სამშობიარო სახლის სამეანო-განყოფილებას საქმიანობის უფლება შეუჩერდა.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსგან მიღებული აკრძალვის შედეგად, მედ-პერსონალს ეზღუდება მშობიარის მიღება, მათ შორის გადაუდებელ შემთხვევებშიც, რაც შესაძლოა მშობიარისთვის ფატალურადაც დასრულდეს.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ფოთის სამშობიარო სახლი, კერძო საკუთრებაა და შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ვერ დაეხმარებიან. მედპერსონალს პრეტენზიები არც ერთ უწყებასთან არ გააჩნია, საკუთარი ძალებით კი შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს.
ექიმები ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ ინვესტორის მოძიების შემთხვევაში გადაწყდება.