ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა
ლიბიის ციხიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურს, სოსლან კაკაბაძეს, რომელიც ბათუმში გუშინ დაბრუნდა, დღეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები შეხვდნენ.
ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად სამუშაოდ კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში წავიდა. სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში, ეკიპაჟი, რომელშიც სოსლან კაკაბაძე იმყოფებოდა, ლიბიაში დააკავეს.
2018 წლის 29 აპრილს ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ კაკაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ლიბიის ციხეში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე რჩება – გენადი კომახიძე და რომა კაკალაძე. მათი სასამართლო პროცესი 20 მაისისთვის არის ჩანიშნული.